Seoul Interenational Wines and Spirits Expo 2015
25/05/2015

2015 წლის 23-25 აპრილს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა ,,Seoul Interenational Wines and Spirits Expo 2015” გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო კომპანია „კახურის“ პროდუქციაც, რომელმაც გამოფენის სტუმართა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს (სულ 7 კომპანია) პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პროდუქცია წარედგინათ აზიის ყველაზე პერსპექტიულ ბაზარზე, კორეის რესპუბლიკაში- ,,Seoul Interenational Wines and Spirits Expo” თავისი მასშტაბებით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა მთელი აზიის რეგიონში.


გამოფენაში მონაწილეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ „კახურის“ პროდუქცია უკვე გადის ექსპორტზე სამხრეთ კორეაში.