კომპანია "კახური" დაარსდა 2000 წელს, ქართული მეღვინეობის ძირითადი რეგიონის, კახეთის ქალაქ თელავში, სამი წარმატებული მეღვინის მიერ, რომელთაც ორიენტაცია აიღეს სწორედ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე. იმ დროიდან დღემდე კომპანია ხელმძღვანელობს იმავე პრინციპებით - უმაღლესი ხარისხი, სრულად კონტროლირებული პროცესის საშუალებით, ღვინის წარმოების პირველი ეტაპიდან ბოლომდე. 2010 წელს კომპანიამ ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემა) და ISO 22000 (საკვების უვნებლობის მართვის სისტემა) სერთიფიკატები მიიღო. ეს კი, წარმოების ყველა საფეხურზე ხარისხის კონტროლის საფრთხეების გამოვლენის და მათი შეფასების ბერკეტების ამოქმედების საშუალებას იძლევა.


"კახური" ამაყია თავისი მემკვიდრეობით, "ღვინის აკვნის" ქვეყანაში მოღვაწეობით და თავადაც ღვინის წარმოების უძველეს ქართულ ტრადიციებს მისდევს. კომპანია მდებარეობს ქ. თელავში, უკავია 2 ჰექტარზე მეტი ფართობი და მის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოს შეუძლია უმაღლესი ხარისხის, 2 მილიონი ბოთლის წარმოება წელიწადში. “კახურს” გააჩნია წარმოების სრული ციკლი ყურძნის დაწურვიდან ღვინის ჩამოსხმამდე.


“კახური” აწარმოებს 19 დასახელების ღვინოსა და 2 სახეობის არაყს, რომლებიც მოწონებით სარგებლობენ არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამაზე მოწმობს ის მრავალი ჯილდო თუ სერთიფიკატი, რომლებიც კომპანიას მიუღია სხვადასხვა ღონისძიებაზე. პროდუქციის ძირითადი ნაწილი გადის ექსპორტზე: რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ლიტვაში.

"კახური" ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს საუკეთესო ქართული ღვინის მწარმოებელთა შორის და კიდევ უფრო მეტი წარმატების მოლოდინშია, რადგანაც ის წარმოადგენს სწრაფად განვითარებად კომპანიას თავის სფეროში, ყოველთვის მზადაა ტექნიკური ინოვაციებისათვის და რაც მთავარია, არასდროს ივიწყებს საკუთარ მაღალ პასუხისმგებლობას, ქართული ღვინის იმიჯის შექმნის პროცესში მსოფლიო ღვინის ბაზარზე. სწორედ ეს არის ის ძირითადი პოსტულატი, რომლის დაცვასაც კომპანიის თითოეული მუშაკი საკუთარი ღირსების საქმედ მიიჩნევს.