„კახური“ მდებარეობს ქ.თელავის აღმოსავლეთის მხარეს, შესასვლელთან.
„კახური“ აწარმოებს მაღალხარისხოვან, როგორც ევროპულ, ასევე კახური ტიპის ღვინოებს.
„კახურში“ ვიზიტის დროს თქვენ მოგეცემათ საშუალება დაათვალიეროთ და მიიღოთ მონაწილეობა მთლიან საწარმოო პროცესში: ყურძნის გადამუშავება და ტკბილის დუღილი (რთველის პროცესი), კასრებში ღვინის დავარგება და ბოთლებში ღვინის ჩამოსხმა.
„კახურის“ ტერიტორიაზე მდებარეობს ღვინის სადეგუსტაციო ულამაზესი დარბაზი, საიდანაც იშლება კავკასიონის მთების და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედები.
ტურის მიმდინარეობის დროს ჩვენ გთავაზობთ კავკასიონის მთების და ტერიტორიაზე არსებული ვენახის ფონზე ჯგუფური სურათის გადაღებას, რომელსაც რამოდენიმე წუთში ვაქცევთ ღვინის ბოთლის ეტიკეტად. შემდგომ ჯგუფის ყოველი წევრი თავისი ხელით ასხამს ღვინოს და აფორმებს ბოთლს მიკრო ჩამომსხმელზე. მთელი პროცესი გადაღებული იქნება ვიდეო კამერით და გადმოგეცემათ სამახსოვროდ.
ტურის ბოლოს სადეგუსტაციო დარბაზში თქვენ დააგემოვნებთ ჩვენს 5 საუკეთესო ღვინოს კახური პურის, ყველის და მინერალური წყლის თანხლებით. ტურის და დეგუსტაციის მიმდინარეობისას თქვენ მიიღებთ ამომწურავ პასუხს ყველა კითხვაზე პერსონალური გიდის და თანამშრომლებისგან. თქვენ გექნებათ შელაძლებლობა შეიძინოთ „კახურის“ ღვინო და სხვადასხვა სუვენირები ჩვენს საფირმო მაღაზიაში.
„კახურში“ თქვენ გელოდებიან ყოველდღე 10.00-დან 18.00-მდე მგზავრობის ხანგრძლივობა „კახეთის მეღვინეთა გილდიიდან“ (ქ.თელავი, რუსთაველის ქ #1) „კახურამდე“ (ქ.თელავი, თბილისი გზატკეცილი #1) შეადგენს 5 წუთს.
ტურის ხანგრძლივობა 60-90 წუთია