9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში საკურა უმაღლესი ჯილდოები - ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
სულ კონკურსში 35 ქვეყნის 3,543 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით იმართებოდა.
საერთაშორისო კონკურსი საკურა, იგივე იაპონელი ქალების ჯილდო ღვინოს, მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული.
დაჯილდოებული ღვინოებია:
ორმაგი ოქრო - „საფერავი რეზერვი. 2005“ კომპანია „კახური“;
ოქრო - „საფერავი. 2008“, კომპანია „კახური“;
ოქრო - „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013“, კომპანია „ლუკასი“;
ოქრო - „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;
ოქრო - „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;
ვერცხლი - „მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანია „შუმი“;
ვერცხლი - „ნაფარეული. 2013“, კომპანია „შუმი“;
ვერცხლი - „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;
ვერცხლი - „საფერავი ქვევრის. 2011“, კორპორაცია „ქინძმარაული“.