2014 წლის 22-24 ოქტომბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი, სადაც საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი 300-მდე ღვინის სახეობიდან პროფესიულმა და ასევე მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები 16 კატეგორიის მიხედვით შეარჩია. კომპანია „კახურმა“ გაიმარჯვა ნომინაციაში- „საუკეთესო საფერავი“. „საფერავი“ აღიარებული იქნა ასევე მედიის რჩეულ ღვინოდაც.