Foodex Japan 2015
25/05/2015

2015 წლის 3-6 მარტს ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების მე-40 საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2015” ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იქნა კომპანია „კახურის“ პროდუქციაც.


„Foodex Japan“ 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. მასზე წარმოდგენილი იყო 80-ზე მეტი ქვეყანა (ექვსი კომპანია საქართველოდან). ღონისძიებას ათასობით ღვინის იმპორტიორი და პროფესიონალი დაესწრო.