2015 წლის 14-18 ივნისს ქალაქ ბორდოში, საფრანგეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის მე-18 გამოშვება გაიხსნა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო პირველად იყო წარმოდგენილი მასშტაბურად, ერთიანი ბრენდირებული სტენდის ქვეშ. აქ ქართული ღვინის ღირსებას იცავდა კომპანია "კახურიც".
„Vinexpo” ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად და მსოფლიო კლასის გამოფენად ითვლება. მასზე ტრადიციულად თავს იყრის ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ბლოგერი, ჟურნალისტი, თუ უბრალოდღვინის მოყვარული მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც იქ წარმოდგენილ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მოიძიოს ახალი იმპორტიორები და რეალიზაციის ბაზრები.